среда, 14 мая 2014 г.

მეცადინეობის შედეგები

ყოველი  მომდევნო მეცადინეობა გამოირჩეოდა საკითხების გაანალიზება- გაგების მაღალი შედეგით ,რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ტრენერ ნანა ედიშერაშვილს,რომ-ლის მონდომებული,განსაკუთრებულად მიზანმიმართული საქმიანობით ყველა დამსწრე პედაგოგისთვის  გასაგები გახდა თანამედოვე მოთხოვნები პროექტის შექმნისა-თვის.არა მარტო გასაგები გახდა ,არამედ შეიქმნა სასწავლო პროექტები რომელზე მუშაობა სახალისო გამოდგა,დაგვანახა,თუ რაოდენ საინტერესო საქმიანობაა პროექტზე მუშაობა ჩვენც თუ ასევე დავგეგმავთ და წარვმართავთ საქმიანობას როგორც ნანა მასწავლებელმა შედეგი არ დააყოვნებს და ნათელი გახდება პროექტებით სწავლების მნიშვნელობა მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლებაში,მრავალფეროვნების შეძენასა და მათ ჩართულობის ხარისხის ამაღლებაში.

вторник, 29 апреля 2014 г.

მესამე მოდულის რეფლექსია

 მომდევნო მეცადინეობამ ნაყოფიერად ჩაიარა.უფრო მეტი წარმოდგენა შეგვექმნა მრავალ საინტერესო საკითხზე,  რომლებიც 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებით სწავლებით მიდგომებიდან გამომდინარეობს.მადლობა ჩვენს ტრენერს ყურადღებიანი, საქმიანი და მრავლისმომცველი საქმიანობისათვის
  
   ყოველი მეცადინეობა გამოირჩევა მრავალფეროვნებით საინტერესო საკითხების გაანალიზებით და გათავისებით,რომელიც სხვადასხვა მოდულში შემავალი აქტივობების გაანალიზებით და   შესრულებით უფრო მეტად გასაგებს ხდის პროექტებით სწავლების შინაარსს.

вторник, 22 апреля 2014 г.

მეორე მოდული მე დამეხმარა, რომ გამეანალიზებინა პროექტის შინაარსი, რომელიც გამომდინარეობს და შეესაბამება 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, გამიადვილდა პროექტის დაგეგმვა და მისაღებ შედეგებამდე მისვლა, ჩამოვაყალიბე სტანდარტები და შეფასების კრიტერიუმები, მიმოვიხილეთ საპრეზენტაციო პროგრამა. კმაყოფილი ვარ ტრენინგით.

суббота, 12 апреля 2014 г.

საინტერესო დღე


დღე შაბათი აღმოჩნდა ძალზედ საინტერესო მრავალფეროვანი სასწავლო საქმიანობით,
ქალბატონმა ნანამ მოგვაწოდა მრავალი საინტერესო ინფორმაცია, აზრი ,მინიშნება .რაც დაგვეხმარება პროექტის სწორი ფორმით შექმნაში.

пятница, 11 апреля 2014 г.

გავეცანი  21-ე  საუკუნის უნარ- ჩვევებს:
                     1. მასწავლებლის  როლი;
                     2. კორნელის  მეთოდი;
                     3. საქაღალდეების  შექმნა;
                     4. ბროშურა;
                     5. ვიმუშავეთ  ბლოგების  შექმნაზე.
გაწეული  საქმიანობით , კიდევ  ერთხელ  დავრწმუნდით სწავლებაში  კომპიუტერის  გამოყენების  დიდ  მნიშვნელობაზე.
კმაყოფილი  ვარ  ტრენინგით .